07.05.2026 09:56
რუსეთში,ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ყველაზე დიდი ქართული ტაძრი - წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრი გაიხსნა.
რუსეთში ყველაზე დიდი ქართული ტაძრის - ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში წმინდა მოციქულთასწორი ნინოს სახელობის ტაძრის საზეიმო კურთხევა და ოფიციალურ გახსნა ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა, განაცხადა პოლიტიკური პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერმა მამუკა ფიფიამ.
ტაძრის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მართლმადიდებლური სამყაროსთვის სიმბოლურ წელს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავზე დასრულდა. ამიერიდან ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქართული ეკლესიით იამაყებს. 28 მეტრის სიმაღლის ეკლესიას ერთდროულად 800 მრევლის განთავსება შეუძლია.
"სიმბოლურია, რომ ეს მასშტაბური პროექტი სწორედ დღეს, გიორგობის დღესასწაულზე დასრულდა. გიორგობა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ასეთ დღეს წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის გახსნა ჩვენი სულიერი ერთიანობის ნამდვილი სიმბოლოა", - აღნიშნა ფიფიამ.
ფიფიას თქმით, მას ჰქონდა პატივი საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა რუსეთში საქართველოს ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტ დავით ცეცხლაძესთან ერთად მიეღო.
პოლიტიკოსის ინფორმაციით, დიდებული ტაძარი ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტ გიორგის კურთხევით აიგო. მისი მშენებლობა ადგილობრივი ქართული სათვისტომოს ინიციატივისა და ერთსულოვნების წყალობით გახდა შესაძლებელი. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.
ახალ ტაძარს განსაკუთრებულ სულიერ მნიშვნელობას სძენს წმინდა ნინოს ხატი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდში 2025 წლის დეკემბერში ჩააბრძანეს. ეს ფასდაუდებელი საჩუქარი ტაძარს ხალხებს შორის ძმური კავშირების ნიშნად გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) გადასცა.
ავტორ(ებ)ი :