საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება 07.05.2026 15:03

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 2026 წლის 11 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.


ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

 


მათივე ცნობით, გაფართოებული კრება თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.


საპატრიარქოში განმარტავენ, რომ კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-ტექნიკური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

პატრიარქის არჩევნებში სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი და მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. სწორედ ამ სამი საპატრიარქო კანდიდატიდან ერთი გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე პატრიარქი.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ