,,გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო'' - შსს 10.05.2026 10:52

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

როგორც საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ. როგორც მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდასხმის შედეგად სახე დაუზიანდა.

ამასთან, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე, რომელსაც ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თავდასხმაში ადანაშაულებს, ბრალდებას ფეისბუქპოსტით პასუხობს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ