10.05.2026 19:18
ავიაკომპანია "პეგასუსმა" ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია GASA ავრცელებს, რომელიც თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტია საქართველოში.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფრენების გაუქმება საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში მოხდა.
"ივნისის თვეში Pegasus Airlines-ის ქუთაისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული საოპერაციო გადაწყვეტილების ფარგლებში აღარ შესრულდება. ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით ოპერირებას აგრძელებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, ხოლო ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლება ივლისის თვიდან იგეგმება", - აღნიშნულია GASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მანამდე GASA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პეგასუსმა" საავიაციო საწვავის გამო, მაისის თვეში დაგეგმილი ფრენები გააუქმა.
ავტორ(ებ)ი :