11.05.2026 11:45
ყველაფერი კარგად იქნება, გჯეროდეთ, გწამდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) განაცხადა.
„იყავ უფალო ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო",-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.
ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი, 13:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.
ავტორ(ებ)ი :