ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე - იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი იქნება ისეთი, როგორც უფალი განაგებს 11.05.2026 12:20

იმედი მაქვს, მშვიდობიანად ჩატარდება ყველაფერი და არჩევანი იქნება ისეთი, როგორც უფალი განაგებს, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი არის მეუფე ანანია, რომელიც შედეგებს გამოაცხადებს.

„იცით, რომ მეუფე შიოს დიდი უპირატესობა აქვს დანარჩენ ორ არჩეულ კანდიდატთან შედარებით. ამ კრებამ თუ აჩვენა, რომ სამიდან ერთმა ნაკლები ხმა მიიღო, მაშინ ორს შორის ხდება უკვე ხმების გადანაწილება. ვნახოთ, დღევანდელი დღე რასაც გვაჩვენებს, შემდეგ შეგვიძლია პროგნოზი. მე ღვთის განგებას ვენდობი. უფალი როგორც განაგებს, ისე იქნება, თქვენც დაელოდეთ ამ განგებას. შესაძლებლობა არის ასეთიც და ისეთიც. გათვალისწინებულია, რომ ორი კანდიდატი თუ მეტ ხმას დააგროვებს და მესამე ნაკლებს, მაშინ შეიძლება იმ ორს შორის მოხდეს კონკურსი, მაგრამ ეს ვარაუდია, როგორ იქნება, ვერ გეტყვით. არჩევნები არის უკვე პოზიციის გამოხატვა, მაგრამ საიდუმლოა, ვინ ვის მისცა ხმა. ეს უცნობი რჩება. ჩვენი გამოწვევაა, რომ ერთობა იყოს ერში და, მათ შორის, მედიასივრცემაც საერთო ენა გამონახოს ხალხთან", - განაცხადა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტმა იოანემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მომავალ პატრიარქს მიტრა უხუცესმა უნდა დაადგას.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მონაწილეები იკრიბებიან.

ტაძარში სტუმრებისა და დელეგატების მიღება 10:00 საათიდან დაიწყო და 12:00 საათამდე გაგრძელდება, გაფართოებული კრება კი 13:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ