11.05.2026 23:16
"ახალი პატრიარქიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს - გამაერთიანებელი ერისა" - ამის შესახებ გადაცემაში "დებატები" დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, საქართველოს ეკლესიის ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შიო III-ს მოუწევს ეკლესიის მართვა თანამედროვე გამოწვევებით სავსე ეპოქაში, თუმცა იგი გააგრძელებს ილია II-ის გზას და ეკლესიის გამაერთიანებელ მისიას ქრისტიანულ ღირებულებებსა და წმინდა წერილზე დაყრდნობით.
"დღეს ძალიან ბევრი ღირებულებაა, ბევრი სხვადასხვა აზრია თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ იესო ქრისტე გუშინ და დღეს, იგივეა, რაც უკუნისამდე. ქრისტეა მთავარი და მისი სწავლება. პატრიარქის ეპოქა უნიკალური იყო, ყველაზე რთულ დროს მოუწია მას მოღვაწეობა და მან ეს შეძლო, რომ ერი გააერთიანა, ეკლესია გააძლიერა, საზოგადოების ნდობა მოიპოვა, ახალი პატრიარქიც ზუსტად ასეთი უნდა იყოს - გამაერთიანებელი ერისა და მეუფე შიო რჩეული შვილია უწმინდესისა და აუცილებლად მის ნაკვალევზე გააგრძელებს სიარულს ღვთის სიტყვით, წმინდა წერილით, ჩვენთვის მთავარი ღირებულება ეს არის", - აღნიშნა დეკანოზმა იაკობ უშიკიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :