,,ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე 12.05.2026 18:32

 

სირთულეები ძალიან დიდია და ამ სირთულეებს ყველა ხედავს. ყველაზე მეტად ეს სირთულე უკავშირდება ღირებულებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია გამთლიანებულია ამ ღირებულებების დაცვაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა" პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ეკლესიის უმთავრესი მოვალეობა არის წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოების უბიწოდ დაცვა.

„ეკლესიის უმთავრესი მოვალეობაა მისდამი რწმუნებული სამწყსო, სრულიად საქართველო გამსჭვალოს მართლმადიდებლური სარწმუნოებით და ამაში დღეს საქართველოს ეკლესიას აქვს ხელისუფლების დიდი თანადგომა. ღვთივკურთხეული ქართველი ერისთვის ყოველთვის არის ყველაზე არსებითი და მნიშვნელოვანი, რომ მისი აღორძინება, მისი განვითარება დაეფუძნოს იმ სულიერ ფასეულობებს, რაზეც დგას მთელი ჩვენი ისტორია კულტურა.

მსოფლიოში ვხედავთ იმ მოვლენებს, სადაც მიმდინარეობს რყევა ამ ფასეულობების მიმართ , რაც ძალიან სამწუხაროა. გამორჩეული ღირსებაა ქართველი ერის, რომ ის არ მოსწყდეს ცივილიზებულ სამყაროს და უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ყველაფერი, რაც საქართველოსთვის არის ღირებული, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩვენს რწმენას. ბუნებრივია ახლად არჩეული პატრიარქი გააგრძელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გზას და ეს არის ძალიან დიდი ნუგეში მთელი ერისთვის", - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ