თამარ ბაგრატიონი - ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება 15.05.2026 15:57

 

ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი, ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა განაცხადა.

პირველ ლედის კითხვა დაუსვეს აქციებისას დაკავებული პირები შეწყალების შესახებ. როგორც საპასუხოდ თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა,.

„ჩემი მეუღლის საქმეში არასოდეს ვერევი. მთელი ცხოვრება ჰუმანურ მისიას ვემსახურები. გასაგებია, რომ ახალგაზრდების შეწყალებას ითხოვენ და ვისაც კანონით შეწყალება ეკუთვნის, ყველა შეწყალებული იქნება. ვერაფერს ვერ გეტყვით", - აღნიშნა თამარ ბაგრატიონმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ