16.05.2026 18:11
"ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებულად აღინიშნოს," - განაცხადა ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით.
მან მოუწოდა საზოგადოებას, შეუერთდნენ დაგეგმილ მსვლელობას.
"ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს და ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის, ოჯახის სიწმინდის, ილია მეორის და მისი ხსოვნის მიმართ, ასევე, ჩვენმა ახალმა პატრიარქმა იცოდეს რომ მთელი ერი მის გვერდითა, მასთან ერთად ვართ ყველანი და ჩვენ მას გვერდით დავუდგებით," - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
ავტორ(ებ)ი :