17.05.2026 09:50
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 17 მაისს თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 10:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება.
ქაშვეთთან შეკრებილი მსვლელობის მონაწილეები 11:00 საათზე საზეიმო ლოცვითი მსვლელობით გაემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვას სხვადასხვა ეკლესიის დელეგაციები დაესწრებიან.
საყოველთაო მსვლელობა გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისი - ქაშუეთის ტაძარი; რუსთავი - მერია; ქუთაისი - აღმაშენებლის სახელობის ტაძარი; გორი - აღდგომის ტაძარი; ბათუმი - საკათედრო ტაძარი; ახალციხე - ამაღლების ტაძარი; ზუგდიდი - დადიანების ტაძარი; თელავი - ღვთისმშობლის ტაძარი; მცხეთა - თეატრონი; ოზურგეთი - საკათედრო ტაძარი.
ავტორ(ებ)ი :