17.05.2026 10:51
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დილიდან სამზადისი მიმდინარეობს ტაძრებში. სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მრევლი და სასულიერო პირები იკრიბებიან.
დეკანოზი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე გალდავა აღნინავს, რომ დღეს გამოწვევაა თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუ არა თანამედროვე ადამიანის უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა.
"ოჯახი, როგორც სვეტი ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახი, როგორც მცირე ეკლესია, მცირე სამოთხე, სადაც ადამიანის სრულფასოვნად უნდა ჩამოყალიბდეს და იცხოვროს მთელი თავისი ქრისტიანული სისავსით. ეს გამოწვევაა დღეს თანამედროვე მსოფლიოში, აქვს თუ არა დღეს თანამედროვე ადამიანის უმთავრეს ღირებულებად დადგენილი ოჯახის არსებობა და არის თუ არა ის მნიშვნელოვანი ადამიანის დაბადებისთვის, ჩამოყალიბებისთვის, განვითარებისთვის და შემდეგ ბედნიერი ცხოვრებისთვის," - აღნიშნა მამა ალექსანდრე გალდავა.
სასულიერო პირები მოქალაქეები, მრევლი, ქაშუეთიდან ლოცვითი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება. ადგილზე მისულ მრევლს, კი პატრიარქი შიო მესამე დალოცავს. უწმინდესი და უნეტარესი დღეს სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან.
ავტორ(ებ)ი :