17.05.2026 12:57
ეს არის დღე, რომელიც ჩვენმა ეპოქალურმა პატრიარქმა, ნეტარხსენებულმა ილია მეორემ დააწესა ნიშნად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს, ვისთვისაც ქართველი ერის სულიერი და ფიზიკური სიძლიერე ცხოვრების უმთავრესი მიზანია, კიდევ ერთხელ შეგვახსენოს, რომ ძლიერი, მყარი, ზნეობრივ ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახი, ძლიერი და მყარი სახელმწიფოს საფუძველია!
მინდა, დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა, განურჩევლად სამშობლოდან ფიზიკურად შორს მყოფობისა; განსაკუთრებით მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს. თითოუელის ოჯახს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, შვილთა სიმრავლეს და ერთიან, ძლიერ საქართველოს, რომლისთვისაც სისხლი და ოფლი გვიღვრია და გვჯერა, ეს ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის!
ღმერთი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას, ჩვენ ოჯახებს და სრულიად საქართველოს!
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი
ავტორ(ებ)ი :