20.05.2026 16:52
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 21 მაისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III, თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.
"ამა წლის 21 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისში, საბურთალოს ამაღლების სახელობის ტაძარში.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება," - აღნიშნულია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :