ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება 20.05.2026 17:44

ბაქო-თბილისის მატარებელზე მგზავრობის ღირებულება საშუალოდ 128 ლარი იქნება - ინფორმაციას BPN აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციაზე დაყრდობით ავრცელებს და წერს, რომ ბილეთის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქალაქიდან სურთ მოქალაქეებს თბილისში გამგზავრება. მათივე ცნობით, კონკრეტულად ბაქოდან თბილისის მიმართულებით ერთი გზის მინიმალური ფასი 81 მანათი, დაახლოებით 128 ლარი იქნება.

 6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება.

 

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 2020 წლიდან არის შეჩერებული. მიზეზი - კორონავირუსული ინფექციის გავრცელებით გამოწვეული კარანტინი იყო 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ