სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი 23.05.2026 12:57

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანახმად, 23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციაში.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ