ვევედრებით უფალს, მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში - შიო III 23.05.2026 17:38

 

სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა.

ღვთისმსახურება "აფხაზეთობისა" და წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიეძღვნა.

"ვევედრებით უფალს, რომ მოგვცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნების და აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს დღემდე ვიმკით. მოგვცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში," - აღნიშნა შიო III.

საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

"ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა აფხაზეთობა, თითოეული დევნილისთვის. ეს დღე დაწესდა უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა კურთხევით. წელს პირველი წელია, როდესაც აფხაზეთობას ვხვდებით მის გარეშე და ჩვენ გვწამს, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში," - აცხადებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძემ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ