26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი 25.05.2026 22:50

 

ვერძი

ქათინაურები არა ქედმაღლობით, არამედ მადლიერებით მიიღეთ. ეს კავშირებს განამტკიცებს და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. ამ დღეს მარსი ძალიან აქტიურია, რაც საფრთხეს პირველ რიგში დაოჯახებულ ვერძებს შეუქმნის. მოემზადეთ შესაძლო უსიამოვნებებისთვის და შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. არასწორად შევსებული საბუთების გამო მოსალოდნელია პრობლემები. გამორიცხული არ არის, რომ დამატებითი შემოსავალი მიიღოთ. მოსალოდნელია ხარჯები, მათ შორის გაუთვალისწინებელიც. მკაცრი ეკონომიის რეჟიმი ჩართეთ და კურსი ვალებისგან სრული გათავისუფლებისკენ აიღეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გირჩევთ, მენიუს ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები დაამატოთ და საღამოს ექვსი საათის შემდეგ ჭამას მოერიდოთ.

კურო

ამ დღეს ყველაზე მეტად შურიან ადამიანებთან ურთიერთობას უნდა ერიდოთ. სახლში მოსალოდნელია დაპირისპირება, რომელიც მშვიდობიანი გზით უნდა მოაგვაროთ. ვარსკვლავები რთული პროექტების წარმატებით დასრულებაში გეხმარებიან, თუმცა თქვენი შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა სრულიად საკმარისია, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ სევდიანი ფიქრები და უიმედო განწყობა მხოლოდ უსიამოვნებებს იზიდავს, ამიტომ ეცადეთ, იმედიანი იყოთ მაშინაც, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. საღამოს ახალი ნაცნობობა და ნანატრი დასვენება გელით. ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, თანდათან ქრება და მალე თავს შესანიშნავად იგრძნობთ.

ტყუპები

უსმინეთ თქვენს გულს და მის ხმას მიჰყევით. ეს სიხარულს და სურვილების ასრულებას მოგიტანთ. სრულყოფილებისკენ თქვენმა სწრაფვამ შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს და დაპირისპირების მიზეზადაც კი იქცეს. ასტროლოგები თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს პოპულარობასა და ავტორიტეტის ზრდას ჰპირდებიან. ფრთხილად იყავით - თქვენს გარემოცვაში ვიღაც ცდილობს, ინტრიგების ხლართვით დაგაზარალოთ და შეეცადეთ ეს საკითხი შეუმჩნევლად გაარკვიოთ. სავარაუდოდ, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი გაჩნდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ, თუ თქვენს ძირითად სამუშაოს არ დააზარალებს. შესანიშნავი დღეა ფიზიკური დატვირთვისთვის! სიარული ან მსუბუქი ვარჯიში ენერგიით დაგმუხტავთ.

კირჩხიბი

მალე თქვენს სიახლოვეს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ყველაფერს დაგავიწყებთ. დროა, ფეხზე მყარად დადგეთ და დამოუკიდებელი გახდეთ. ამ დღეს შეძლებთ პარტნიორები ობიექტურდ შეაფასოთ და სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ. გარშემომყოფებზე თქვენი გავლენა თანდათან ძლიერდება. შეხვედრები და მოლაპარაკებები, რომლებიც მოღვაწეობის სფეროს გაფართოებას უკავშირდება, დადებით შედეგებს მოგიტანთ. მომავალი 24 საათის განმავლობაში ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. მოსალოდნელია სისუსტე ან შეუძლოდ ყოფნა, რაც ფიზიკურ და ემოციურ პრობლემებზე მიგანიშნებთ.

ლომი

წარსულზე ფიქრი მოულოდნელად მიგიყვანთ გადაწყვეტილებამდე, რომლის პოვნასაც დიდი ხანია, ცდილობთ. მშვენიერი დროა რომანტიკული შეხვედრებისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად. ახლობლებთან ურთიერთობა დაძაბულია, მაგრამ იუმორი კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ბევრი ლომი მეგობრების დახმარებით შემოსავლის ახალი წყაროს ნახავს ან დიდი ხნის ნანატრ ჯილდოს მიიღებს. სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები მიირთვათ, სუფთა ჰაერზე ისეირნოთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით. ადამიანი, რომელსაც კარგად არ იცნობთ, ეცდება გულახდილ საუბარში ჩაგითრიოთ და პირადი ცხოვრების საიდუმლო დაგტყუოთ. თქვენ გარშემო ვიღაცები მუდმივად ცდილობენ, საკუთარი პირობები გიკარნახონ, ულტიმატუმს წაგიყენებენ, მაგრამ ეცადეთ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ. თავი შეიკავეთ ისეთი ბიზნესის დაწყებისგან, რომელიც ტურიზმსა და სასტუმრო საქმეს უკავშირდება - შესაძლოა უცხოელმა პარტნიორებმა მოგატყუონ. პანიკას არ აჰყვეთ, ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ზედმეტ ხარჯებს თავი უნდა აარიდოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. სუფთა ჰაერზე სეირნობა შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენთვის სასარგებლოა განტვირთვის დიეტა, ეცადეთ მენიუდან ალკოჰოლური სასმელები მთლიანად ამოიღოთ.

სასწორი

პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე უთანხმოებები. სავარაუდოდ, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ - ზოგჯერ ხანმოკლე განშორება ურთიერთობას აცოცხლებს და ეს სწორედ ის შემთხვევაა. შეეცადეთ ოჯახის წევრების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ. ეს ურთიერთობების განმტკიცებასა და ნდობის აღდგენაში დაგეხმარებათ. სამსახურის საქმეები ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება. საინტერესო შემოთავაზებები საშუალებას მოგცემთ, ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

მორიელი

სითბოთი და სიყვარულით სავსე დღეა. მცირე კინკლაობა ხასიათს ვერ გაგიფუჭებთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად წვრილმანებზე მეტი ყურადღება გაამახვილოთ. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა დაავადების პრევენციაზე მეტი უნდა იზრუნოთ. მსუბუქი ვარჯიშები ან იოგა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ყველა პრობლემა გვერდზე გადადეთ და ბედისწერის შესახვედრად გაემართეთ! ამ დღეს სასიამოვნო ნაცნობობა ან პარტნიორთან ურთიერთობის მოგვარება გელით. თუ თქვენი საქმიანობა ფინანსებს ან ბუღალტერიას უკავშირდება, ამ დღეს აუდიტორის ვიზიტს ელოდეთ. მეწარმეებმა უმჯობესია სარისკო ინვესტიციებისგან თავი შეიკავონ. თუ არ გინდათ, რომ დაზარალდეთ, ფული რეკლამაში უნდა დააბანდოთ. გადაღლილობის გამო შესაძლოა მორალური გამოფიტვა იგრძნოთ. ამის თავიდან ასაცილებლად, დროულად დაიძინეთ და ეცადეთ, სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ.

თხის რქა

თუ ახლობელ ადამიანთან უთანხმოება მოგივიდათ, მაშინვე ურთიერთობის გარკვევას ნუ ეცდებით. უმჯობესია, ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან დარჩეთ და მომხდარის მიზეზები გაარკვიოთ. დაოჯახებულ თხის რქებს მძაფრი შეგრძნებების დევნა პრობლემებს შეუქმნის, ამიტომ სანამ ცდუნებებს აჰყვებით, მოსალოდნელ შედეგებზე დაფიქრდით. ძლიერი ნებისყოფა და შეუპოვრობა დაგეხმარებათ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ. დღევანდელმა დღემ შეიძლება პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლისთვის ახალი შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. თუ ფინანსური მდგომარეობა თქვენს მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს, დროა, დამატებითი შემოსავლის წყაროზე იფიქროთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს მთვარის ქვის სამკაულები ძალიან დაეხმარება. ეს მინერალი სტრესის დონეს ამცირებს და აკვიატებული აზრებისგან ათავისუფლებს.

მერწყული

შეეცადეთ, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან წვრილმანების გამო არ იჩხუბოთ. თქვენი სიტყვები კარგად აწონ-დაწონეთ და კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად მოთმინება გამოიჩინეთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში შეიძლება მლიქვნელები გამოჩნდნენ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ადამიანები საკუთარი მიზნებისთვის თქვენით მანიპულირებენ. გადაწყვეტილებებს ემოციურ ფონზე ნუ მიიღებთ. ფინანსური სიტუაცია მოითხოვს, რომ ყველაფერი საგულდაგულოდ მოიფიქროთ. ფიზიკური სამუშაოს შესრულებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ - მოსალოდნელია ტერფის მყესის დაჭიმვა.

თევზები

მარტოხელა თევზებმა შეიძლება ვირტუალურ სივრცეში გაიცნოს ადამიანი, რომელიც მისი მესაიდუმლე და საუკეთესო მეგობარი გახდება. შესანიშნავი დროა თქვენი საუკეთესო თვისებების გამოსავლენად! საყვარელი ადამიანები თქვენს ერთგულებას და მზრუნველობას ღირსეულად დააფასებენ. ექსპერიმენტებს მოერიდეთ და გამოცდილი ხერხებით იხელმძღვანელეთ. მით უმეტეს, რომ კარგად იცით, როგორ მოახდინოთ შთაბეჭდილება ხელმძღვანელობაზე, ინვესტორსა თუ ბიზნესპარტნიორზე. ნუ ეცდებით, დიაგნოზი ინტერნეტში ამოკითხული ინფორმაციის მიხედვით დასვათ. თუ დაავადების სიმპტომები გაწუხებთ, ჯობია ექიმთან ვიზიტზე ჩაეწეროთ. ძალების აღდგენისთვის სუფთა ჰაერზე გასეირნება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ