26.05.2026 19:34
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
„თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის წლისთავთან დაკავშირებით, მაქვს პატივი, თქვენო აღმატებულებავ, მოგმართოთ გულწრფელი მილოცვის სიტყვებითა და საუკეთესო სურვილებით თქვენი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისთვის, ხოლო მეგობარი ქვეყნის - საქართველოს მთავრობასა და ხალხს - ხანგრძლივი პროგრესი და კეთილდღეობა ვუსურვო", - აღნიშნულია მისალოც წერილებში.
ავტორ(ებ)ი :