ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს - უკრაინის საგარეო უწყება 26.05.2026 23:26

 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"გულწრფელად ვულოცავთ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენს ერებს ისტორიის მანძილზე, ბევრი საერთო აკავშირებს. ორივემ კარგად ვიცით თავისუფლებისა და მშვიდობის ფასი, ისევე როგორც პარტნიორობისა და ერთიანობის ძალა.
საქართველოს ვუსურვებთ შემდგომ წარმატებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს."- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ