„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე 27.05.2026 20:45

 

სოციალურ ქსელში და კონკრეტული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.

„ჩვენ ვართ მოდელები და გადაღება გვქონდა. ამ ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, ჩვენ საპირისპირო გზით მივდიოდით. გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები", - განაცხადა მარიამ კირვალიძემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ