01.06.2026 20:22
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველი ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან - ძლიერი.
ასევე, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე - წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ავტორ(ებ)ი :