01.06.2026 21:51
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, დენგეს ვირუსი წინა კვირაში ერთ პირს დაუდასტურდა. ივანე ჩხაიძეს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
ეს არის ვირუსი, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. დენგეს ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 5-7 დღეა, კლასიკური ფორმის დროს 15 დღემდე მერყეობს. ვირუსი იწყება მწვავე შემცივნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე. ასევე ახასიათებს ძლიერი თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
რაც შეეხება ებოლას ვირუსს, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ებოლას შემთხვევები არ ფიქსირდება და მისი გავრცელების რისკი არ არსებობს.
ავტორ(ებ)ი :