გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა 03.06.2026 11:31

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე შეხვედრას გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ჟენ იოუცუნთან.

მხარეები ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

მინისტრი ეწვევა პეკინის უნივერსიტეტს, პოლიტექნიკურ უნივერსიტეტსა და უცხოური კვლევების უნივერსიტეტს. ასევე ესტუმრება ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრსა და ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრს.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ