4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი 03.06.2026 23:30

 

ვერძი

მოზღვავებულ გრძნობებსა და ემოციებს ნუ შეეწინააღმდეგებით. ამ დღეს სახლში მოულოდნელი მოვლენა გელით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ცვლილებებს ფეხი აუწყვეთ, რათა მათგან საჭირო გამოცდილება მიიღოთ. გირჩევთ, სამუშაოზე ნაკლები იდარდოთ და ახლობლების გვერდით მეტი დრო გაატაროთ. ახლახან გაცნობილ ადამიანებთან გულახდილობას მოერიდეთ. ახალი ნაცნობები ყოველთვის მეგობრები არ ხდებიან, ამიტომ საკუთარ საიდუმლოს ნაადრევად ნუ გაამჟღავნებთ! კრედიტის აღებას ნუ იჩქარებთ, თორემ შესაძლოა სესხი არახელსაყრელი პირობებით შემოგთავაზონ. ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - შესაძლოა ძველმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ.

კურო

ასტროლოგი გირჩევთ, ამ დღეს მთელი ყურადღება სასიამოვნო მოვლენებზე გადაიტანოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი დადებითი მომენტები იპოვოთ. ფულს ტყუილად ნუ გაფლანგავთ, პირიქით, ეცადეთ მარაგი შექმნათ. თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, სულ მალე დანაკარგების ანაზღაურებას შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე გეგმების გააზრებასა და განვლილი გზის ანალიზს დაუთმოთ. ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯები მხოლოდ უსიამოვნებას მოგიტანთ. ეცადეთ, საკვები ზომიერად მიირთვათ, მეტი იმოძრაოთ და ძილი მოიწესრიგოთ და ზედმეტი წონისა და მაღალი წნევის პრობლემები არ შეგაწუხებთ.

ტყუპები

მზად იყავით პარტნიორის მოსასმენად, შეეცადეთ მისი თვალსაზრისი გაიგოთ, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია ბრალდებებისა და კრიტიკის გარეშე გამოხატოთ. ასეთი საუბარი თქვენს კავშირს განამტკიცებს და სრულ ურთიერთგაგებამდე მიგიყვანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რათა ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. თქვენი უყურადღებობის გამო იზრდება შეცდომის დაშვების რისკი. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მნიშვნელოვან საბუთებთან ნუ იმუშავებთ. ეცადეთ, ფინანსურ დაზღვევაზე წინასწარ იზრუნოთ, რადგან შეიძლება ფული მოულოდნელად დაგჭირდეთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანთან შეხვედრა დაგეგმოთ - ეს განწყობას აგიმაღლებთ. სრულფასოვან ძილს და კვებას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

კირჩხიბი

თუ მარტო ხართ, იცოდეთ, რომ ეს დღე პაემნისთვის ხელსაყრელია. შეგიძლიათ, თქვენი რჩეული სტუმრად მიიპატიჟოთ და გემრიელი კერძებითა და სასმელებით გაუმასპინძლდეთ. შესაძლოა, ოჯახში არსებული დაძაბულობა მალე ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, ამიტომ თავდაცვითი არგუმენტები წინასწარ მოიფიქრეთ. თუ პროფესიულ საქმიანობაში ინტუიციას დაეყრდნობით, შეხვედრები და ოფიციალური მოლაპარაკებები წარმატებული აღმოჩნდება და მოგებას მოგიტანთ. მეწარმეებს შანსი ექნებათ, თავიანთი შესაძლებლობები ბიზნესში წარმატების მისაღწევად გამოიყენონ. ჟანგბადის ნაკლებობა თქვენს გონებრივ შესაძლებლობებსა და ანალიზის უნარზე უარყოფითად იმოქმედებს, ამიტომ პერიოდულად ბუნებაში გადით.

ლომი

ეს პერიოდი უამრავ რომანტიკულ თავგადასავალს და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებს გპირდებათ. ხანგრძლივი და მხიარული დღესასწაულის ზღაპრულ ატმოსფეროში ჩაიძირებით. შვილებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ - ოჯახურ საქმეებში მათი ჩართულობა უამრავ სიხარულს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა უცხოელებთან თანამშრომლობისთვის. სამაგიეროდ, ინვესტიციებისა და ნებისმიერი მსხვილი ხარჯისთვის არც ისე შესაფერისი პერიოდია. მერკურის გავლენა თქვენი ნიშნის წარმომადგენლებზე უმნიშვნელოა, რაც უსარგებლო ხარჯების რისკს ზრდის. ვარსკვლავები გირჩევენ, მაღალკალორიული საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ, რათა ზედმეტი კილოგრამი არ მოიმატოთ.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს, რომლებსაც ბედი გიგზავნით, განსაკუთრებით, თუ მარტოხელა ხართ და მეწყვილის პოვნას ცდილობთ. ნუ იჩქარებთ, რომ ახლობლებს საკუთარი მიღწევების შესახებ ამცნოთ, თორემ შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. პლანეტები ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი საუბრების დაწყებას არ გირჩევენ - სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. არსებობს დაჭიმულობის ან სხვა მტკივნეული ტრავმის მიღების ალბათობა, რომელიც დიდხანს შეგაწუხებთ.

სასწორი

როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ეცადეთ, ამ დღეს გარშემომყოფებს თქვენი გრძნობები არ დაანახვოთ. ყოველთვის გამოჩნდებიან შურიანი და არაკეთილმოსურნე ადამიანები, რომლებიც ეცდებიან, განწყობა გაგიფუჭონ. მოემზადეთ სტუმრების მისაღებად, მოაწესრიგეთ სახლი და სადღესასწაულო ვახშამი მოამზადეთ. სამუშაო კვირის მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებები საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება და წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ემოციური გადაღლა, რაც გაცრუებულ მოლოდინებს უკავშირდება. თავს ტყუილად ნუ იტანჯავთ! შეზღუდეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც პატივს არ გცემენ და თქვენს დროს არ აფასებენ - მათთან ხშირი ურთიერთობა თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობას აუარესებს.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა. ახლა ყველაფერი მხოლოდ თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად შეეცადეთ, პარტნიორის აზრის მიმართ მეტი მოთმინება და პატივისცემა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელიც არ მოგწონთ, მაგრამ საბოლოო შედეგი ძალიან გაგახარებთ. თუ ბოლო დროს ფინანსურად გიჭირთ, იცოდეთ, რომ მალე თქვენი პრობლემები მოგვარდება! მატერიალურ მხარდაჭერას იქიდან მიიღებთ, საიდანაც საერთოდ არ ელით. ფიზიკურმა დისკომფორტმა შესაძლოა, თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და განტვირთვის გზა იპოვოთ.

მშვილდოსანი

დილა სასიამოვნო სიახლეებით დაიწყება, რაც დადებით განწყობას შეგიქმნით. თუ ოჯახში ურთიერთობები იძაბება, სჯობდეს დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ - ის თქვენს პრობლემას გარედან შეხედავს და გირჩევთ, როგორ მოიქცეთ. შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, განსაკუთრებით, თუ ისინი პარტნიორულ ურთიერთობებს ან ერთობლივ პროექტებს ეხება. მალე მარტოხელა მშვილდოსანი გაიცნობს ადამიანს, რომელიც მის მსგავსად აზროვნებს და იმავე ღირებულებებს იზიარებს. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ურთიერთობა, თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. საღამოს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თავი სასიამოვნო შენაძენით გაანებივროთ - მაღაზიებში სიარული წარმატებული იქნება. თუ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას გეგმავთ, მიღებული კალორიების დათვლა წესად აქციეთ.

თხის რქა

მგზავრობა საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვან ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგი თხის რქა დღეს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე დაფიქრდება. შესაფერისი დღეა ახალი საქმის შესწავლის, საქმიანი შეხვედრებისა და შენაძენებისთვის. თქვენს ცხოვრებაში შემოსული ახალი ადამიანები ახალ იდეებს გაგიზიარებენ და დამატებით შესაძლებლობებზე მიგითითებენ. ემოციურ სფეროს მეტი ყურადღება მიაქციეთ - გულწრფელი საუბარი ახლობელთან გაუგებრობების განმუხტვაში და ურთიერთობის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. ზედმეტად დიდხანს ხართ ჩაკეტილი. დროა, ხალხში გახვიდეთ, გასართობ ადგილებს ან სპორტულ დარბაზს ესტუმროთ.

მერწყული

სამსახურში მოსალოდნელია დაწინაურება ან საინტერესო პროექტში მონაწილეობა, რომელიც თქვენს პროფესიულ უნარებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. შესაძლოა, თქვენმა გადაწყვეტილებამ რომელიმე კოლეგა გაანაწყენოს. შეეცადეთ პრობლემის მიზეზი იპოვოთ და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აღადგინოთ. ვარსკვლავები ამ პერიოდში ბიზნესმენებს თანხების ინვესტირებას არ ურჩევენ - არსებობს რისკი, რომ დაბანდება წარუმატებელი იქნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ, ამ პერიოდში მოსალოდნელია სტრესი და ტრავმები, რაც, პირველ რიგში, მას ეხება, ვინც ყოველდღიურად, პირადი ტრანსპორტით სარგებლობს.

თევზები

ნურავის დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ, თორემ მალე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მეტი ყურადღება დაუთმეთ ახლობელ ადამიანებს - მალე მათი მხარდაჭერა თავად დაგჭირდებათ. სამსახურში მიღწეული წარმატებისთვის მოულოდნელი პრემია გელით - მიღებული ჯილდო თქვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. თუ ბუღალტრულ ანგარიშებზე გიწევთ მუშაობა, ამ დღეს მეტი ყურადღება გმართებთ - შესაძლოა, მნიშვნელოვანი საბუთი დაგეკარგოთ ან ციფრებში შეცდომა გაგეპაროთ. ნუ დაიზარებთ საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობას, ეს თქვენთვის საუკეთესო რელაქსია.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ