,,ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების''- მიხეილ სარჯველაძე 05.06.2026 18:05

 

არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება/არ გამოყენებას და პაციენტზე გავრცელდება/არ გავრცელებას სჭირდება ინდივიდუალური შეფასება. ეს იციან მშობლებმაც. ამაზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა. აქ არა მარტო ასაკობრივად არის განსაზღვრული მედიკამენტების დაშვება/არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკურ კონდიციებიც უნდა იძლეოდეს ამის შესაძლებლობას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მედიკამენტებზე საუბრისას.

მისი თქმით, ვიდრე კონკრეტული მედიკამენტები ჩაეშვება სამკურნალო პროცესში, საჭიროა ერთობლივი მუშაობა და ჩართულობა, როგორც მშობლების, ასევე, ექიმების.

„ამ საკითხებს დასჭირდება შესწავლაც, მომზადებაც, ექიმების ტრენინგიც. ყველაფერი ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს. ყველა მედიკამენტს აქვს თავისი თვისება, დახასიათება, ლოგიკა გამოყენების. არის მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ესადაგებოდეს უკლებლივ ყველას იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ასე წარიმართოს ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით. არის მედიკამენტი, რომელზეც თვითონ მწარმოებელი აკეთებს დათქმას, რომ ეს გამოიყენება კონკრეტულად ამა და ამ ასაკობრივ ჯგუფში და სხვასთან არ გამოიყენება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, რადგან დიუშენის სინდრომს ახასიათებს დაავადებების ნაირსახეობები, პერიოდულად საჭირო იქნება მონაცემთა ბაზის განახლება და ზოგიერთი მედიკამენტის დაშვება ან გამორიცხვა მკურნალობის პროცესში.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებითან პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ