შიო მესამე: დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის 07.06.2026 14:53

 

უწმინდესმა და უნეტარესმა, საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან მრევლს ყოველთა წმინდანთა ხსენება მიულოცა, რომელიც სულთმოფენობის მომდევნო კვირას აღინიშნება. ამის შემდეგ მართლმადიდებლებისთვის პეტრეპავლობის მარხვა იწყება.

„სულთმოფენობიდან პირველ კვირას აღინიშნება ყველა წმინდანის ხსენება. ეკლესია გვიჩვენებს, რომ სულთმოფენობის შემდეგ ის წარმოშობს უდიდეს წმინდანებს, რომელთა ღირსიც არ არის ქვეყანა, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული. დიდება და მადლობა უფალს იმისთვის, რომ არის მოწყალე, მოსიყვარულე და სულგრძელი, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო სინანულისთვის", - განაცხადა შიო მესამემ.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ