07.06.2026 22:41
8 ივნისიდან პეტრე-პავლობის მარხვა იწყება და დასრულდება 12 ივლისს.
პეტრე- პავლობის მარხვას ძველად "ერგასის შემდგომს" ანუ სულთმოფენობის, აღდგომის ორმოცდამეათე დღის შემდგომს უწოდებდნენ. იგი ჯერ კიდევ თვით მოციქულებს დაუწესებიათ.
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის. ისინი ურიცხვ სასწაულებს აღასრულებდნენ. სნეულებს ხელის შეხებით კურნავდნენ.
პეტრე მოციქულს თვით მაცხოვარმა უწოდა კლდე და აღუთქვა ამ კლდეზე ეკლესიის აშენება. კლდე თვით მოციქულ პეტრეს სარწმუნოება იყო. სწორედ კლდესავით შეუვალი და მყარი იყო მოციქული პეტრე.
პავლე მოციქული სიყვარულის ზღვა არის. ყოველი მისი ეპისტოლე, ცხადად მეტყველებს მის დიდ სიყვარულზე ღვთისა და ადამიანების მიმართ.
პეტრე-პავლობის მარხვა დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა, პეტრე-პავლობის წმ. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია.
ავტორ(ებ)ი :