შინაგან საქმეთა მინისტრმა თბილისში თავდასხმის შედეგად დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა 08.06.2026 14:58

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან, ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა.

შსს-ს ცნობით, მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.

„პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი ძაძამიამ პატრულირებისას შენიშნეს მამაკაცი, რომელმაც ერთ პირს ჭრილობები მიაყენა და დანით მისდევდა. სამართალდამცველებმა მამაკაცს შეჩერებისკენ მოუწოდეს, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დანით თავს დაესხა.​ პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს", - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ