11.06.2026 22:42
ბათუმში ქვეითს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
ადგილობრივი გამოცემის, აჭარა თაიმსის, ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მოხდა.
გამოცემა წერს, რომ დაშავებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორ(ებ)ი :