14.06.2026 11:54
მართლმადიდებლური ტრადიციით, 14 ივნისი არის ყოველთა წმიდათა ქართველთა ხსენების დღე. ამ დღეს ეკლესია პატივს მიაგებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყველა ცნობილ თუ უცნობ წმინდანს: ღირს მამებს, დედებს, მოწამეებს, მეფეებსა და მღვდელმთავრებს, რომლებმაც ღვაწლითა და ქრისტეს რწმენით გაითქვეს სახელი.]მნიშვნელოვანი დეტალები დღესასწაულის შესახებ: ყოველთა ქართველ წმიდათა ხსენების დღესასწაული დაწესებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ტარდება. მორწმუნეები მათგან მეოხებასა და შემწეობას ითხოვენ.
ესაა დღე, როდესაც ყოველი ქრისტიანის, ყოველი მართლმადიდებელის მფარველი ანგელოზი იხსეინება
ავტორ(ებ)ი :