ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გამართა 19.06.2026 22:32

 

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, ჯანდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია კომპანიებთან მედიკამენტებთან დაკავშირებით.

„ყოველდღიურ რეჟიმში აქვთ კომუნიკაცია შესაბამის კომპანიებთან მედიკამენტების უსწრაფესად, მინიმალურ დროში მიღებისთვის. შესაბამისად, ეს პროცედურა გრძელდება. ბუნებრივია, ჩართულია მთლიანად სამინისტრო, ასევე სახელმწიფო წარმომადგენლები, ვგულისხმობ ელჩებს, რათა მაქსიმალურად დაჩქარდეს აღნიშნული პროცედურა", - განაცხადა დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა.

ამასთან, კიდევ ერთმა მშობელმა, კახა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა არხები იქნება გამოყენებული, რათა კომპანიებმა მოლაპარაკების პროცესი დააჩქარონ.

„კომუნიკაცია შედგა, ოღონდ კომპანიები ჯერჯერობით მოლაპარაკების პროცესს არ იწყებენ და ეს რაღაცაზეა დამოკიდებული. მათაც აქვთ რაღაც პროცედურები. მინისტრმა თქვა, რომ სხვადასხვა არხები იქნება გამოყენებული, რათა ამ კომპანიებმა დააჩქარონ მოლაპარაკების პროცესი. მულტიდისციპლინურ გუნდზე დავაფიქსირეთ გარკვეული პრაქტიკული პრობლემები, რასაც დღეს პაციენტები აწყდებიან. თქვეს, რომ ერთად განვიხილოთ ეს პრობლემები, გავაკეთოთ პრობლემების ჩამონათვალი და სამინისტრო ჩვენთან ერთად იმსჯელებს, რა პრობლემა რა ვადაში შეიძლება მოგვარდეს", - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ