ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვამ და ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა 21.06.2026 11:59

 

სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის.

სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეოთხედ დააზარალა.

„დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ვითვლით ზარალს", - განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ