21.06.2026 14:28
„ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს" UNESCO-ს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის პატრონაჟი მიენიჭა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.
მინისტრის მოადგილემ ბოლქვაძეს გადასცა UNESCO-ს აფრიკისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში გენერალური დირექტორის თანაშემწის, ლიდია არტურ ბრიტოს წერილი და შესაბამისი ინსტრუქცია, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ორგანიზაციის სახელისა და ლოგოს - „ UNESCO-ს პატრონაჟით" გამოყენების წესებს განსაზღვრავს.
UNESCO-ს პატრონაჟი წარმოადგენს ორგანიზაციის უმაღლესი დონის აღიარებას, რომელიც განსაკუთრებული კულტურული და სახელოვნებო მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტებს ენიჭება.
ავტორ(ებ)ი :