რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი CERN-ის მეცნიერებს შეხვდა 23.06.2026 17:18

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, თეიმურაზ დოჭვირმა, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - CERN-ის მეცნიერებთან და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ესწრებოდნენ:


• ტიციანო კამპორეზი - CMS ექსპერიმენტის ლიდერი და ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი;


• თამარ ლომინაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;

• ზვიად წამალაიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი და უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერი CERN-სა და KEK-ში;
• ირაკლი ლომინაძე - CMS კოლაბორაციის ქართული ჯგუფის წევრი და SHiP ექსპერიმენტის ხელმძღვანელი.


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის SHiP ექსპერიმენტში ჩართულობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის განვითარების საკითხები. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდის SHiP ექსპერიმენტში ჩართულობისა და ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის განვითარების საკითხები. ShiP - CERN-ის მომავალი თაობის ექსპერიმენტია, რომლის მიზანია იმ ფიზიკური ფენომენების შესწავლა, რომლებიც ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტული მოდელის ფარგლებს სცდება, მისი დაწყება 2032 წლისთვის არის დაგეგმილი. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს ქართველ მეცნიერთა ჯგუფის საქმიანობაზე CMS კოლაბორაციის ფარგლებში, სადაც ისინი აქტიურად მონაწილეობენ ექსპერიმენტის განვითარებასა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში.


შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობას. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს.


მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებები.


ფონდის გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფონდის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციასა და საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ