საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდმა ავიაკომპანიამ შეასრულა 28.06.2026 11:07

 

საქართველოს ავიაბაზარზე პირველი რეგულარული რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა შეასრულა. საინაუგურაციო ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დახვდა.

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian-ი კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის რეისს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

თბილისის აეროპორტში საინაგურაციო ფრენას ასევე დაესწრნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და თბილისისა და ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანია "ტავ-ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოსა და ევროპას შორის, 952,480 მგზავრი დაფიქსირდა, რაც 2025 წლის წლის მონაცემებს 18 პროცენტით აღემატება.

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოსა და ევროპას შორის ფრენები 46 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 170-175 სიხშირით განხორციელდება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ