29.06.2026 21:03
საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის, - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხატავს ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით კი, იკვლევს ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას.
„ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს. გარდა ამისა, ვესწრები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ნებისმიერი საქმე მოითხოვს დაუღალავ შრომას. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამ ორ მიმართულებაში. საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი აზრის დაფიქსირება, დიალოგში შესვლა ნებისმიერ თემაზე არ მიმაჩნია არაკომფორტულად ან ურთიერთგამომრიცხავად სხვა პროფესიაში საქმიანობასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :