30 ივნისის ამინდის პროგნოზი 29.06.2026 23:11

 

30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბათუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +26, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

სოხუმში იწვიმებს, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, ხოლო ღამით +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ