ქართულ ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია გამოჩნდა ახალი ბრენდი სახელწოდებით - Georgian Legend/ჯორჯიან ლეჯენდ. ეს ბრენდი ეკუთვნის ამავე სახელწოდების კომპანიას, რომელიც 2011 წელს დაარსდა და უკვე წლებია თავს იმკვიდრებს მაღალი ხარისხის ღვინითა და ბრენდით როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. კომპანიის დამფუძნებლებისთვის ჯორჯიან ლეჯენდი საოჯახო ბიზნესია. კომპანიის დაარსების მთავარი იდეა სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციაა როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ბაზრებზე. დღესდღეობით ჯორჯიან ლეჯენდის სავაჭრო ნიშანი აერთიანებს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსა და ბრენდის. ქართული ლეგენდის ბრენდის კონცეფცია ეფუძნება ქართულ ანბანს, რომელიც ამავდროულად ერთ-ერთია იმ ლეგენდათაგან, რომლებსაც ბრენდის განვითარებასთან ერთად გაიცნობს მომხმარებელი. თავდაპირველად ჯორჯიან ლეჯენდი შეიქმნა საექსპორტო ბაზრებისთვის, თუმცა დროთა განმავლობაში მან ადგილობრივ ბაზარზეც გაითქვა სახელი. დღეს ქართული ლეგენდის პროდუქციას ჰყავს საკმაოდ ბევრი ლოიალური მომხმარებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ასევე წარმოდგენილია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის: შვეიცარიაში, სლოვაკეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ბელორუსიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კომპანიის წარმატების გარანტი სწორედ პროდუქციის ხარისხია. ჯორჯიან ლეჯენდი გამოირჩევა სხვა ბრენდებისგან პირველ რიგში ყურძნის ხარისხით. კომპანია ამუშავებს ჯამში 50 ჰექტარზე გაშენებულ სხვადასხვა ჯიშის ყურძენს, მათ შორისაა 2 ჰექტარზე გაშენებული 10 უნიკალური ჯიშის საფერავი შალაურში არსებულ საჩვენებელ ვენახებში, ასევე საფერავი მუკუზნისა და ქინძმარაულის მიკროზონებიდან, რქაწითელი, მწვანე, ქისი, ხიხვი და შარდონე. ჯერ კიდევ მაშინ როცა აქტიურად მიმდინარეობდა ვენახების გაშენება-დაგეგმარება ამ პროცესში კონსულტანტად მოწვეული იყო ფრანგი ენოლოგი არნო ჟიმონეტი, რომელიც დღესდღეობით ბორდოში მუშაობს. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ შედეგი სწორედ წლების შემდეგ ხარისხიანი ყურძნის მიღებით გამოიღო. ამას თან ერთვის ის ფაქტიც, რომ ვენახები 15-20 წუთშია საწარმოდან, რაც ტრანსპორტირების პროცესში ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
დღესდღეობით ჯორჯიან ლეჯენდის ბრენდის ქვეშ იწარმოება 8 სახეობის ღვინო და 3 სახეობის ბრენდი. ადგილწარმოშობიდან დაწყებული სუფრის ღვინოებით დამთავრებული მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ყველა ტიპის ღვინო. მათ შორის გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს ტრადიციული მეთოდით დამზადებული რქაწითელი ქვევრის ღვინოც.
ბრენდის მიმართულებით კი კომპანია აწარმოებს როგორც 3 წლიანი ისე 5 და 10 წლიანი დაძველების ბრენდის.
შპს ჯორჯიან ლეჯენდს ასევე აქვს „ერისიონი“-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ ჩამოსხმული რეზერვული ღვინო და ბრენდი, თუმცა ეს ბრენდი ჯერ-ჯერობით მხოლოდ საექსპორტო ბაზრებზეა ხელმისაწვდომი.
კომპანია ჯორჯიან ლეჯენდი 2021 წელს 10 წლის ხდება და მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლეს ჰპირდება. დამატებითი ინფორმაციისა და პროდუქციის სანახავად ეწვიეთ ჯორჯიან ლეჯენდის ვებ-გვერდს: www.georgianlegend.com.ge
(R)
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge