ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი - ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის 19.03.2021 17:16

 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი ვაშლიჯვარი - ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე განვითარებულ მეწყრული პროცესების შემსწავლელი კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

 

მისივე განცხადებით, აღნიშნული  საკითხის სიღრმისეულად შესწავლა  საკრებულოს წევრების პირდაპირი მოვალეობაა. მისივე თქმითსაკრებულოს ურბანული კომისიის ან სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფორმატში უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც საკრებულოს დეპუტატების გარდადარგის სპეციალისტები და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რათა ნათელი გახდეს მომხდარი იყო მხოლოდ ბუნებრივი მოვლენა თუ შედეგი ადამიანების უხეში ჩარევებისა და შეცდომებისა.


საკრებულო სწორედ ის ორგანოა, რომელმაც სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს ეს საკითხები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ იმ ტერიტორიაზე კერძო კომპანია სამუშაოებს მუნიციპალიტეტის დაკვეთით აწარმოებს. გარდა ამისამიმდებარედ, სხვა კერძო კომპანია, ასევე აშენებს მასშტაბურ შენობა-ნაგებობებს.


საკითხი იმის შესახებ, ხომ არ არის მომხდარი დაკავშირებული რომელიმე ამ პროექტთან შესწავლას საჭიროებს. იმისათვის რომ, ამ ქალაქში კერძო კომპანია იქნება ეს თუ  მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები და ერთხელ და სამუდამოდ  ამ ქალაქში დაზიანებულზე, გაფუჭებულზე და საფრთხის შექმნაზე  იყოს ვიღაცა  პასუხისმგებელი“,- აცხადებს შაქარიშვილი.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ