ბათუმელი გაბრიელ კამაევი ეხმაურება დმანისის ინციდენტს და ასეთ კომენტარს აკეთებს:
„ეს ის ბიჭია “აგვისტოს ომის დროს, ბაჩო ახალაიამ რუსეთის სამხედრო ბაზებიდან შეიარაღება მოიპარაო, მერე ხილბოსტნით შეფუთაო და ასე გადმოიტანა საქართველოშიო”. ხომ გახსოვთ? დღეს ეს ბიჭი იჯდა ტვ-პირველზე და დმანისში მომხდარ დაპირისპირებაში, დაჟინებით გვაჯერებდა რომ, ამ ყველაფრის დამკვეთი - კანონიერი ქურდის “ლოთუ გულის” მხრიდან მომდინარეობდა. ეხლა ამ ბავშვს შეაპარეთ, რომ ლოთუ გული, შარშანწინ ანტალიაში მოკლეს.“, წერს კამაევი.
შეგახსენებთ, „ბათუმელების“ ინფორმაციას, რომელიც შარშან აგვისტოში გამოქვეყნდა:
თურქული გამოცემა „ანადოლუს“ ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ანტალიაში მოკლეს კანონიერი ქურდი „ლოტუ გული“, იგივე ნადირ სალიფოვი. გამოცემის ინფორმაციით, კანონიერ ქურდს მეგობარმა მაშინ ესროლა თავში, როდესაც ის სასტუმროში საჭმელს მიირთმევდა. მედიის ინფორმაციით, მკვლელი „გულისთან“ ერთად ვახშმობდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ მიიმალა, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს.
„ანადოლუ“ წერს, რომ თურქმა სამართალდამცავებმა „ლოტუ გულის“ მკვლელობის მცდელობა 2020 წლის 2 თებერვალსაც აღკვეთეს. მაშინ რუსული მაფიის 16 წევრი დააკავეს ლიდერთან ერთად. თურქული მედია ლიდერად გურამ ჩიხლაძეს მოიხსენიებს.
„ლოტუ გული“/ნადირ სალიფოვი საქართველოს მოქალაქეც იყო, ის დმანისში დაიბადა და გაიზარდა. მის სახელთან ბევრი სისხლიანი გარჩევა იყო დაკავშირებული როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ის განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა ქურდულ სამყაროში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge