ესპანეთის საქმეთა რწმუნებულის ვიზიტი რუსთაველის სამეცნიერო ფონდში 22.07.2021 16:18

22 ივლისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ჯაბა სამუშიამ და ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ესპანეთის სამეფოს წარმომადგენლობის საქმეთა რწმუნებულთან, ხორხე ლუსინი სერანოსთან.

 

შეხვედრაზე ფონდის დირექტორმა ისაუბრა ფონდის საქმიანობისა და პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულების შესახებ. მან გამოთქვა სურვილი ესპანეთის სამეცნიერო ფონდებთან კავშირების დამყარებასა და ყველა სამეცნიერო მიმართულებით ბილატერალური პროგრამების შემუშავების თაობაზე.

 

 

ესპანეთის საქმეთა რწმუნებული დაინტერესდა ქართულ მხარესთან თანაშრომლობით და ესპანეთში მოქმედ სამეცნიერო ორგანიზაციებთან კავშირების დასამყარებლად შუამდგომლობის მზაობა გამოთქვა.

 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის პროგრამების მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობაზე. 

 

(R)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ