24 მარტიდან უნგრეთის დედაქალაქი, კაცთა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს Gerevich-Kovács-Kárpáti მასპინძლობს.
აქ, FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ მეცხრე პრესტიჟულ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია!
სანდრო ბაზაძე ბუდაპეშტის მსოფლიო თასის ვერცხლის პრიზიორია.
ფინალში სანდრომ უნგრელ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ სილაგისთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 14-15.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge