ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა 08.02.2026 10:11

 

ზამთრის ოლიმპიადის გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა ნიკა ეგაძემ. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 84,37 ქულა დაიმსახურა და საქართველოს გუნდური 5 ქულა მოუპოვა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 25 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ