ვილი სანიოლი - შრომას თუ გააგრძელებს, "ოქროს ბურთს" დაიმსახურებს 22.05.2026 17:10

„არის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?" - ამ საკითხზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

 

„კვარაცხელიას ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ბოლომდე თითქოს მხოლოდ დიდ თამაშებში იხარჯებოდა. მომეწონა, რომ ხვიჩამ კრიტიკოსებს პასუხი თავისი თამაშით გასცა. ვაფასებ მის პროფესიონალიზმს. არ ვიცი, ახლა მსოფლიოში საუკეთესო არის თუ არა, მაგრამ შრომას თუ ასევე გააგრძელებს, „ოქროს ბურთს" დაიმსახურებს".

 

ფრანგმა სპეციალისტმა ასევე „პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის სანაკრებო მოტივაციას გაუსვა ხაზი და ამ მხრივ ხვიჩას დამოკიდებულებას სამაგალითო უწოდა.

 

„ძალიან ვაფასებ, რომ ხვიჩა შეკრებაზე მოტივირებული ჩამოდის და თანაგუნდელებს ეხმარება. „ბაიერნთან" მოგების შემდეგ ვკითხე, შეძლებდა თუ არა ივნისში შეკრებაზე გამოცხადებას, რადგან 30 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო. მან მიპასუხა, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ეს ამხანაგური მატჩებია, მინდა, ბიჭებთან ერთად ვიყო და თანაგუნდელებს დავეხმაროო. ხვიჩა არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ მაგარი კაპიტანია, მასთან ერთად მუშაობა დიდი პატივია".

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ