"ქართული ნადიმი გრძნობებისათვის"-Telegraph Herald
როცა თქვენ აქ, ამერიკაში, ვინმეს - თქვენს ახლობლებს და მეგობრებს - ეუბნებით, რომ საქართველოში - ჯორჯიაში - წასასვლელად ემზადებით, ისინი ბუნებრივია, ფიქრობენ, რომ თქვენ მხედველობაში გაქვთ ჯორჯიის შტატში გამგზავრება. როცა თქვენ აზუსტებთ და ამბობთ, რომ მიდიხართ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, მათ უჩნდებათ ბუნებრივი კითხვა: „რატომ? განა რა უნდა ნახო საქართველოში?“.