"გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია "ფერად რევოლუციას" სამხრეთ კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად? -Al Jazeera 10.10.2025 12:46

„საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური მოქმედება დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც ქუჩაში გამოვიდა და მუნიციპალურ არჩევნებში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გამარჯვებას აპროტესტებდა. აქციის მონაწილეები ასევე აკრიტიკებდნენ ქვეყნის ხელისუფლების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, - ასეთი დასაწყისი აქვს კატარის ტელეკომპანიის „ალ ჯაზირას“ (Al Jazeera) ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: "გეგმავს თუ არა ქართული ოპოზიცია „ფერად რევოლუციას სამხრე კავკასიაში, რუსეთის უკანასკნელი ბასტიონის დასამხობად?" (ავტორი - ფაჰიმ ას-სურანი).

პუბლიკაციაში განხილულია არჩევნებისშემდგომი მდგომარეობა საქართველოში, მთავრობისა და ოპოზიციის მოქმედება, ქვეყნის განვითარების პერსპექტივა.

გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ მმართველი პარტიის გამარჯვება გააპროტესტა - თბილისის ქუჩებში გამოვიდა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას შეეცადა, ხელისუფლების რეაქციამ არ დააყოვნა: პოლიციის სპეცრაზმმა ჯერ ანტისახელმწიფოებრივი აგრესიული აქციები აღკვეთა, მოგვიანებით კი ხუთი ოპოზიციოინერი პოლიტიკოსი დააკავა და მათ ბრალდება წაუყენა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისაგან ბოდიშის ოფიციალური მოხდა მოითხოვა იმისათვის, რომ ბრიუსელი ოპოზიციონერებს ხელისუფლების დამხობაში მხარს უჭერდა...

ოპოზიციის ლიდერთა დაპატიმრება, სავარაუდოდ, ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გაამწვავებს - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს დაწყებული საპროტესტო აქციები  ბოლო თვეებში მინავლებული იყო. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბევრი ამომრჩეველი არ ენდობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს (ანუ მმართველი პარტიის გამარჯვებას) და აქციებში 80 ათასი ადამიანის მონაწილეობა - ეს მხოლოდ დასაწყისია.

Quo vadis, საქართველო?

„ვიდრე ხვალ“ - საით მიდის საქართველო? არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის - საკვანძო ასპექტს წარმოადგენს ქართული პოლიტიკური ძალების დაპირისპირებაში. ეს კონფლიქტი გამწვავდა ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2012 წელს, რომელმაც, თავდაპირველი პროდასავლური პოზიცია წლების განმავლობაში პრორუსულად შეცვალა და გასულ წელს გარკვეული მოსაზრებით ოპერატიულად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ოფიციალური თბილისი მეტ-ნაკლებად ნეიტრალურად ეკიდება რუსეთ-უკრაინის ომს და არ აჰყვა არც დასავლეთის და არც ოპოზიციის მოწოდებებს რუსეთის მიმართ მტრული განწყობა გამოევლინა და სანქციები დაეწესებინა. თავის მხრივ, მოსკოვმა, რასაკვირველია, შენიშნა საქართველოს მიდგომა ომის მიმართ და განაცხადა, რომ თბილისის საგარეო პოლიტიკურმა კურსმა რუსეთის „პოზიტიური გაკვირვება“ გამოიწვია. მართლაცდა, საქართველო ხომ ის ქვეყანაა, რომელიც ესწრაფვის ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს და რომლის პოლიტიკურ ძალები დასავლეთის კეთილგანწყობისათვის იბრძვიან, ამ დროს კი თბილისმა ბრიუსელის სურვილები უარყო და ანტირუსული ნაბიჯები არ გადადგა.

ობიექტურად თუ ვიტყვით, მოსალოდნელია, რომ საქართველო უახლოეს მომავალში უარს არ განაცხადებს თავის ევვროატლანტიკურ გზაზე. თუმცა იმავდროულად, სავარაუდოდ, თბილისი გააფართოვებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას და საგარეო პოლიტიკაში მეტ ყურადღებას რეგიონულ თანამშრომლობას დაუთმობს. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ საქართველო ყურადღებას ამახვილებს სამხრეთ კავკასიაში გამავალ ჩინური „შუა დერეფნის“ პროექტის რეალიზებაზე და თურქული გაზის ჰაბის შექმნაზე, რომელიც მოიცავს არამარტო რუსულ, არამედ აზერბაიჯანული და თურქმენული გაზის ტრანზიტს ევროპისაკენ. შესაბამისად, საქართველოს აქვს იმის პერსპექტივა, რომ მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყნად გადაიქცეს  როგორც საზღვაო-სატვირთო გადაზიდვების, ასევე ენერგომატარებლების მიწოდებაში.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ამასწინანდელი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღებით საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაურთულდება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა თბილისმა მკაცრად განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში ბრიუსელის მიერ დაგეგმილი „ფერადი რევოლუციის“ რეალიზებას.

ამასთან, როგორც პოლიტოლოგი გივი აბაშიძე თვლის, „ფერადი რევოლუციის“ ტაქტიკამ, რომელიც მუნიციპალური არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ეფუძნებოდა, არ გაამართლა და წარუმატებელი გამოდგა. საერთოდ, ასეთი ტაქტიკის განსახორციელებლად აუცილებელია რამდენიმე საკვანძო ელემენტის არსებობა, მათ შორის, უნდა იყოს გავლენიანი გარეშე ძალები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ მთავრობაზე.

პოლიტოლოგი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ძალები, რომლებიც ადრე აქტიურად ერეოდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში, ახლა სხვა ამოცანების შესრულებაზე არიან გადართულნი. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აშშ ამჟამად სიტუაციას უბრალოდ აკვირდება და განსაკუთრებულ ინტერესს არ ამჟღავნებს. ასევე ევროკავშირიც სერიოზული საშინაო პრობლემების წინაშე დგას, რომლის დამალვა უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ სიტუაციამ გამოიწვია ოპოზიციური ძალებისადმი გაწეული ხარჯების შემცირება. ამრიგად, ოპოზიციის გეგმები და ოცნებები ახალი „მაიდნის“ შესახებ არ გამართლდა.

საქართველო - რუსეთის უკანასკნელი ბასტიონი?!

ალექსანდრე იუდინი, რუსი ანალიტიკოსი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, თვლის, რომ ერთი მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის სასარგებლოდ გამოიყენებს ოპოზიციის აგრესიულ მოქმედებას, შეეცდება ჩაახშოს რადიკალების „რევოლუციური სულისკვეთება“ და ევროპელ ლიდერებს აჩვენოს, რომ ბრიუსელის გეგმებს მათთვის სასურველი შედეგები არ მოაქვს. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციური ძალები და ისინი, რომლებიც ბრიუსელში გადაწყვეტილებებს იღებენ, თანდათანობით შეეგუებიან ახალ პირობებს და ახალ მეთოდებს მოძებნიან საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის მოსახდენად იმ შემთხვევაშიც კი, თუ თბილისი მზადყოფნას განაცხადებს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობის აღსადგენად.

მეორე მხრივ, ალექსანდრე იუდინი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების შემდგომმა ზეწოლამ ოპოზიციაზე, ეს იქნება მისი ლიდერების დაპატიმრება თუ საქმიანობის შეზღუდვა, შეიძლება ნეგატიური შედეგები მოიტანოს ქვეყნის საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. ექსპერტის მტკიცებით, „აუცილებელია ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, მაგალითად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ოპოზიციონერებიც შეიყვანოს და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეეცადოს.

იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუს პოლიტიკოსებს მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოს იმდენად, რამდენადაც ეს ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის უკანასკნელ ბასტიონს წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას - ეს ქვეყანა ხიდის როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის, ასევე ორი მეზობელი ქვეყნისა და ხალხების ისტორიულ ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს

საქართველოსა და რუსეთს შორის საკმაოდ რთული დამოკიდებულების მიუხედავად , რომელიც უკვე მრავალი წელი გრძელდება 2008 წელს მომხდარი ომის გამო, თბილისს ძველებურად აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა მოსკოვისათვის: ევროპისა და აზიის გზების გადაკვეთაზე მდებარე ეს ქალაქი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში დიდი იმპერიების მეტოქეობის ობიექტს და კავკასიის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა, დღესაც ინარჩუნებს  ისტორიულ სტატუსს.

რუსეთი ასევე ისწრაფვის გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნები და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქართული ნავსადგურები თავისი კომერციული და ენერგეტიკული პროექტების რეალიზებისათვის. თავის მხრივ, საქართველო რუსული წარმოების პროდუქციის მსხვილ მომხმარებლად ითვლება.

 

წყარო: 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ