26.06.2026 00:41
„უკრაინელმა ლიდერებმა პოლონეთს ორდენები იმიტომ კი არ დაუბრუნეს, რომ მათ ჯილდოები თავის დროზე დაუმსახურებლად მიიღეს, არამედ იმიტომ, რომ მათ ქედმაღლობა და ყალბი სიამაყე ამოძრავებთ“ - ასეთი აზრია გატარებული პოლონურ ყოველკვირეულ გაზეთ „მისლ პოლსკა“-ში (Mysl Polska) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "უკრაინა პოლონეთს რუსეთთან იძულებით დაახლოებისაკენ უბიძგებს“ (ავტორი - პშემისლავ პიასტა, ისტორიკოსი, რომან დმოვსკის სახელობის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი).
პუბლიკაციაში გამოხატული თვალსაზრისი შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლონურ საზოგადოებაში მსგავსი პოზიციაც არსებობს.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ პოლონელებმა პირველებმა გაუწოდეს დახმარების ხელი უკრაინელებს, გული გაუხსნეს და მხარი დაიჭირეს... არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ ვარშავამ კიევს უანგაროდ გადასცა დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და სხვა შეიარაღება, არც იმას, რომ პოლონეთმა თვითონ მოიკლო და უკრაინას მილიარდობით ზლოტი გადასცა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ჩვენი ხელისუფლება უფრო გულთბილად ეპყრობოდა უკრაინელებს და მეტ ზრუნავდა მათზე, ვიდრე საკუთარ მოქალაქეებზე. თურმე მნიშვნელობა ჰქონია იმას, რომ ჩვენ ხმა ავიმაღლეთ უკრაინის მოქმედებაზე, რომელიც ჩვენი ხალხის ჯალათების განდიდებას ემსახურება. ესე იგი, პოლონეთი ამ დროს ჩუმად უნდა იყოს..
უკრაინამ თავისი არჩევანი გააკეთა. კიევმა დაადასტურა, რომ პოლონელები მისთვის მუდმივად მტრები ვიყავით - უფრო მეტად, ვიდრე რუსები. ჩვენ ისღა გვრჩება, რომ უკრაინელების გადაწყვეტილება ცნობად მივიღოთ და შესაბამისი პროგნოზები გავაკეთოთ. სამწუხაროდ, სამომავლოდ სიტუაცია ჩვენთვის შეიძლება კატასტროფულად განვითარდეს და აი, რატომ:
ომი, ადრე თუ გვიან, დამთავრდება. თუ რუსეთი დამარცხდება, ჩვენს გვერდით აღმოჩნდება კორუმპირებული უკრაინა, მაგრამ ევროპაში უდიდესი და კარგად შეიარაღებული, ბრძოლებში გამოცდილი არმიით. რას იზამს ასეთი მეზობელი? სავსებით შესაძლებელია, რომ უკრაინამ ახალი მოწინააღმდეგის ძებნა დაიწყოს. პოლონეთი იდეალურად აკმაყოფილებს უკრაინის მტრის როლს. მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყანა დასუსტებულია. პოლიტიკური სცენა ორ ბანაკად არის გაყოფილი. ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელად მოქმედებს უკრაინული „მეხუთე კოლონა“, უკრაინელებმა ჩვენთან უკვე ყველგან შეაღწიეს - პოლიტიკაში, მართლმსაჯულების ორგანოებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებში, მეცნიერებაში, კულტურაში. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი, რომლებიც ჩვენთან უკონტროლოდ შემოვიდნენ, იდეალურ პირებს წარმოადგენენ უცხოელი სპეცსამსახურების მიერ გადასაბირებლად, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობისათვის. ასეთ სიტუაციაში არსებობს ალბათობა იმისა, რომ პოლონეთი უკრაინის დონორისაგან კიევის ხუნტის მსხვერპლად გადაიქცეს.
ამ უბედურების ასაცილებლად ერთადერთი საშუალებაა ჩვენი საკუთარი პოტენციალის გაზრდა და რისკების შემცირება. ჩვენ რუსეთთან ომისთვის ვემზადებით, მაგრამ პარალელურად უკრაინასთან ომისათვისაც უნდა მოვემზადოთ, მეტი იარაღი უნდა ვაწარმოოთ, გავზარდოთ არმიის პირადი შემადგენლობა... აუცილებელია შევისწავლოთ უკრაინელი ლტოლვილების განწყობა და დაუყონებლივ გავაძევოთ ქვეყნიდან ისინი, ვინც ეჭვმიტანილები იქნებიან შოვინისტურ განწყობებში, უცხოეთში არსებულ და მოქმედ უკრაინულ მილიტარისტულ წრეებთან კონტაქტებში, ვინც თანამშრომლობენ უკრაინის სპეცსამსახურებთან.
მაგრამ ეს არასაკმარისია. აუცილებელია დეპორტაცია მოვახდინოთ იმ უკრაინელებისა, რომლებსაც შემოსავალი არ აქვთ. უნდა გავაძევოთ ქვეყნიდან ნებისმიერი კანონის დამრღვევი.... ეს შეიძლება მკაცრად ჟღერდეს, ასეთია დღევანდელი მომენტის მოთხოვნა. პოლონეთის ხელისუფლებას რომ თავის დროზე ყურად ეღო ჩვენი ადრეული მოწოდებები, ლტოლვილების მიღებაში რომ კონტროლი განეხორციელებინა, რაციონალურად ემოქმედა, ასეთი სიტუაცია არ დადგებოდა.
ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ერთდროულად ორი მტრის - რუსეთის და უკრაინის - წინაშე არ აღმოვჩნდეთ. თუ უკრაინისათვის მტერი ვიქნებით, მაშინ სხვა არევანი არ გვრჩება, თუ არა ის, რომ რუსეთთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ნატოზე და ევროკავშირზე უარი ვთქვათ, არამედ იმას, რომ საჭირო გახდება რუსეთთან ელემენტალური ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ. კიდევ კარგი, რომ „უკან დაუბრუნებლობის წერტილი“ ჯერ კიდევ არ გადაგვილახავს.
რასაკვირველია, ეს თეზისები დღეს შოკის მომგვრელია, მაგრამ რამდენიმე თვეში ყველასთვის აშკარა გახდება. დრეს ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარწმუნდა, რომ უკრაინის ხელისუფლება უმადურია. შეიძლება სიმართლის თქმა დღეს ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. დრო ძალიან ცოტა რჩება.
სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას და პირადად დონალდ ტრუსკს არ ყოფნის ფართო თვალთხედვა და აზრის სიღრმე. ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე. თუ ჩვენ, როგორც ერი, უარს არ ვიტყვით უნაყოფო დავებზე და თვალს დავხუჭავთ რეალურ საფრთხეზე, დროს დავკარგავთ.
ავტორ(ებ)ი :