ჩინეთი არაფერს დათმობს იმ საკითხებში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეხება - უცხოური პრესა 19.03.2021 17:31

 

ჩინეთის კომპარტიის მთავარ ბეჭდვით ორგანოში - გაზეთ „ჟენმინ ჟიბაო“-ში 人民日報») გამოქვეყნებულია ინტერვიუ ჩინეთის ელჩთან აშშ-ში ცუი ტიანკაისთან სათაურით „ჩინეთი არაფერს არ დათმობს იმ საკითხებში, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეხება“.


ჩინელმა დიპლომატმა მაღალ დონეზე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის სამომავლო შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოეს ხანში ალიასკას შტატში უნდა გაიმართოს, აშშ-ის სახდეპარტამენტისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლების თანხლებით.


„ყოველი შეხვედრის საბაზო პირობებს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები წარმოადგენს. ჩინური მხარე არავითარ დათმობებზე და კომპრომისებზე არ დათანხმდება, რომელიც ქვეყნის ძირეულ ინტერესებს ეხება, კერძოდ - სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფოს ერთიანობას“, - განაცხადა ელჩმა.


დიპლომატი იმედოვნებს, რომ ჩინეთ-აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა კარგი დასაწყისი იქნება პეკინისა და ვაშინგტონის ურთიერთობებისათვის, მხარეები გულწრფელ პოზიციებს გამოავლენენ და მოლაპარაკების შემდეგ ერთმანეთს ურთიერთგაგების გრძნობით  დაემშვიდობებიან. ცუი ტიანკაიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არ იქნება მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ: „თუ ამერიკა დაიწყებს რომელიმე ქვეყნის მიმართ ბრალდებების გაჟღერებას, ჩინეთისათვის ასეთი პოლიტიკა ნაკლებეფექტური იქნება“, - თქვა ელჩმა, - ასეთი პოლიტიკა ჩიხში შეგვიყვანს“. „ნუ იფიქრებს ამერიკა, რომ ჩინეთი რაიმე ისეთ წინადადებას დაეთანხმება, რომელიც ჩვენი პარტნიორების ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. თუ ვინმე თვლის, რომ ჩინური მხარე ალიასკაზე იმიტომ წავა, რომ რაღაცეები დათმოს, მე მათ ვურჩევდი ასეთი აზრები თავიდან ამოიგდოს“.


წყარო: http://russian.people.com.cn/n3/2021/0318/c31521-9830235.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ