რას ნიშნავს სტიქაროსნობა? 30.01.2026 15:36

ღვთისმსახურებისთვის უძველესი დროიდან გამორჩეულნი იყვნენ არა მარტო სასულიერო პირები,არამედ საერონიც.დღესდღეობით ეკლესიის მსახურების მრავალი ფორმა არსებობს,მათ შორისაა სტიქაროსანთა მსახურება.

სრიქაროსანი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ,,სტიქარი",რაც ნიშნავს შესამოსელს_კაბას,რომლითაც იმოსებოდნენ როგორც მამაკაცები,ისე ქალები,რა თქმა უნდა ,თავიანთი მახასიეთებელი ნიშნებით.გარკვეული პერიოდის შემდეგ ,,სტიქარი" გამოიყენებოდა იმ პირთა კაბის აღსანიშნავად, რომლებიც ეკლესიაში ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ,აქედან წარმოდგება სიტყვა სტიქაროსანი.

ბერძნული სიტყვის ,,სტიქრის" შესატყვისია ძველი ქართული სიტყვა ''კუართი"(პერანგი).სულხან საბას განმარტებით,კვართი არის ,,ჯუბა,გინა პერანგი"(ლექსიკონი ქართული.1ტ.თბ.1991.გვ.391).თუმცა ქართველები სტიქაროსანს მოიხსენიებდნენ უმეტესწილად არა როგორც კვართოსანს,არამედ როგორც ,,მნათეს'',რომელიც მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით,ანთებს კელაპტრებს და კანდლებს(კანდელაკები),ეხმარება წიგნისმკითხველს და ა.შ.

რა კავშირი აქვთ სიყვებს ,,სტიქარსა " და ,,მნათეს"?


_ძველად იკერებოდა ხოლმე თეთრი ფერის სტიქარი(surplice),ეს თეთრი ფერის სტიქარი ასოცირდება სულიერ სინათლესთან(მათე 5,16),სიწმინდესა და უბიწოებასთან.ამიტომაც ამ ნათელი ფერის კვართის ტარების გამო,ეკლესიაში მკვიდრდება სიტყვა ,,მნათე" სტიქრის აღსანიშნავად,თუმცა უნდა ითქვას რომ საეკლესიო სტიქრით ძველ დროში მხოლოდ სასულიერო პირები და იპოდიაკვნები იმოსებოდნენ.

ქრისტიანულ ეკლესიაში სასულიერო პირების შემოსვამ ძველი აღთქმიდან ჰპოვა ადგილი.ძველი აღთქმის პირველი მღვდელმთავრის კურთხევის ,,მეორე აქტი იყო შესამოსელით აარონის შემოსვა(გამ.28თ),რომელიც საეკლესიო საზოგადოებრივი მსახურების სიმბოლოა და მაჩვენებელი სამღვდელმთავრო წოდებისა,რომელსაც ღებულობდა ცხებული(გამ.19,5-6);ამგვარადვე იმ მიზეზით იმოსებოდნენ მათი წოდების აარონის შვილებიც-''მღვდლები''(ბიბლიის განმარტება .მე 2ტ.ა.პ ლოპუხინი.თბ.2000)
საკურთხეველად ძველ აღთქმაში მხოლოდ ,,წმიდა წმიდათა'' არ იგულისხმებოდა არამედ ,,წმიდა'' და ,,სამსხვერპლოც'',რომელსაც ემსახურებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცები.ე.ი ,საკურთხევლის მსახურებად მხოლოდ მღვდლები არ იგულისხმებოდნენ(იოვ.1,13),მათი ანალოგია სტიქაროსანთა მსახურება.

ახალი აღთქმის ეკლესიაში საჭიროდ მიიჩნიეს ქვრივების ნაცვლად ეკლესიის და ტაბლის მსახურებად გამოერჩიათ შვიდი მამაკაცი(საქმე 6,1_7),რომლებიც იმ პერიოდიდანვე არ იწოდებიან დიკონებად,ეს ოდნავ მოგვიანებით ხდება.დიაკვნები იკურთხებიან ხელდასხმით(ქიროტონია),თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ მხოლოდ მათი მსახურებით ვერ იქნებოდა აღსრულებული მსახურება იმ რიტმში,რასაც ჰარმონიული მდგომარება ჰქვია,რამეთუ შემდგომში დიაკვნების რაოდენობა ეპარქიაში იყო მხოლოდ შვიდი.

,,მსახურთა ხარისხს მე-3 საუკუნეში დაემატნენ:იპოდიაკონი_დიაკვნის დამხმარე.აკოლუთი_ეპისკოპოსის მსახური და ფარგალიტი ანუ მეკარე,რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა,რომ მართალთა ლიტურგიას არ დასწრებოდნენ მონანულნი,განკვეთილნი,კათაკმეველნი,ტაძარში არ შემოსულიყვნენ წარმართნი;მასვე შეეძლო ყოფილიყო მგალობელი ან მედავითნე(www.martlmadidebloba.ge/eklesiis istoria-30...)ყველა ამგვარი მსახურება გაერთიანებულია მე 19 საუკუნიდან სტიქაროსნის მსახურებაში.

რა განსხვავებაა სტიქაროსანსა და იპდიაკონს შორის?


1)მნათე იკურთხება ნაკურთხი წყლის სხურებით,ხოლო მათგან გამორჩეული იპოდიაკონი ხელდებით(ქიროთესია)
2)ბერძნულ ეკლესიაში იპდიაკონი ამზადებს ბარძიმს,ფეშხუმს,ლახვარს,ვარსკვლავს და მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერს რაც წმინდა ძღვნის შეწირვისთვისაა საჭირო.დასავლეთში მათ (subdeacons) რომის ეპისკოპოსი ხშირად ანდობდახოლმე წმ.საყდრისთვის საკვების მომარაგების საქმეს
3)ისტორიულად იპოდიაკონი იხსენიება რომის პაპის კორნელიუსის(Ad 255) წერილში ფაბიუს ანტიოქიელის მიმართ,რომ წმ.ქალაქში არიან საულიერო პირები მათ შორის 46 მღვდელი; 7 დიაკონი და 7 იპოდიაკონი(იხ.Catholic Encyclopedia>s>subdeacon...)
4)სტიქაროსანს საკურთხეველში მსახურების დაწყებამდე და მსახურების დაწყების შემდეგაც შეუძლიათ იქორწინონ,მაგრამ იპოდიაკვნებზე რჯულის კანონი სხვაგვარად მოქმედებს:,,თუ ვინმეს საეკლესიო მწყობრში შემსვლელთაგანს ,კანონიკურად დაქორწინება სურს ,მან ეს უნდა გააკეთოს,სანამ იპოდიაკვნად,დიაკვნად ან მღვდლად ხელდასხმას მიიღებენ''(მე-6 მსოფლიო კრების მე-6 კანონი)

ასე რომ სტიქაროსნები ყავთ მხოლოდ იმ ეკლესიებს რომლებსაც სლავურ ეკლესიებთან მოუხდათ თანაცხოვრება,სტიქროსნობა საქართველოში როგორც ტერმინი სავარაუდოდ მე -19 საუკუნიდან ჩნდება.

წყარო : კარალეთის სამრევლო

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 


 

ასევე დაგაინტერესებთ